“ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად დაინახეს - სააკაშვილს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით”
“პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უცხოელ დიპლომატებზე გაკეთებულ მკვეთრ განცხადებას შიშით სხნის.
მისი აზრით, სააკაშვილს არ სურს, რომ ამ განცხადების გავლენით “ნაციონალურ მოძრაობაში” გარკვეული გადაადგილებები დაიწყოს. სააკაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა დასავლელი დიპლომატების მოსაზრება, რომ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ ჩრდილოვანი აქტორები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩრდილოვანი მმართველობა და შესაძლო გადაჯგუფება “ნაცმოძრაობაში” - რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი დასავლეთს.
“ყველა ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას, ამორალური და იდიოტია”, - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებას, რომ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ ჩრდილოვანი აქტორები. “ევროპული სტანდარტია, რომ ორი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკოსები პოლიტიკიადნ გადიან, მაგრამ ამ კუთხით არ ყოფილა ევროპელ პოლიტიკოსთა მოწოდება”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე. მისი განმარტებით, “ამ შემთხვევაში დასავლეთი მიიჩნევს, რომ საქართველოში არის ჩრდილოვანი მმართველობა და დიპლომატიურ ენაზე მოუწოდებენ ჩრდილოვან აქტორებს ჩამოშორდნენ პროცესებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“თანაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა კარგად დაინახეს ისიც, რომ სააკაშვილს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით ან რევოლუციასთან მიახლოებული მეთოდებით. დასავლეთმა ისიც დაინახა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რადიკალური გზა. ამიტომ შიშობს სააკაშვილი, რომ თუ ევროპიდან გაგრძელდა ასეთი მინიშნებები, მის გუნდში გადაჯგუფებები არ მოხდეს. აქედან მოდის მისი ასეთი მკვეთრი რეაქცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
- “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
- “არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
- “რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ” - რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი
