პოლიტიკური კრიზისი საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხეში აგდებს- ევროკავშირი
22 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ. მოხსენებით გამოვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებსა და უსაფთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი.
ამავე დროს, ევროპელი დეპუტატები ელოდებიან პროგრესს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგისგან, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უძღვება.
დეპუტატების ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო. მათი შეფასებით, თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდებიან, ეს საქართველოს შეიძლება ძვირი დაუჯდეს.
“კრიზისი საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხეში აგდებს”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 მარტის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკავშირს კარგად ესმის კრიზისის სიმძიმე, რადგან “ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთ, ან ორ პრობლემაზე. საუბარია რამდენიმე საკვანძო საკითხზე: მოსამართლეები და მათი დანიშვნის წესი, ასევე ახალი არჩევნების შესაძლებლობა”.
ევროკავშრიმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მედიაცია დაიწყო 1 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ. ამ უკანასკნელის ინიციატივით, 12 მარტს საქართველოში კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და დეტალებზე არც ერთი მხარე ღიად არ საუბრობს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
