ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ - ირაკლი ღარიბაშვილი
დიდი იმედი მაქვს და მინდა პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ შეთანხმება შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული“.
„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. ამაზე საუბარი ჩვენ დავასრულეთ. ამაზე ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინეთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და ა.შ ეუთო/ოდირის დასკვნები, ჩვენი არჩევნები მთელმა მსოფლიომ აღიარა და მოგვილოცა, რა არჩევნებზე მელაპარაკებით? რაც შეეხება ჩვენს დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიალოგი გრძელდება. დიდი იმედი მაქვს და მინდა პოზიტიური, ოპტიმისტური მოლოდინი დავიტოვო, რომ ეს შეთანხმება შედგება. ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც ექნება რაიმე დესტრუქციას ადგილი. პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც მათ რეალურად ჩაშალეს დიალოგი და ისინი არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ რეალურად გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნას მიღწეული. ახლა, ჯერი არის ოპოზიციაზე, რა თქმა უნდა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა თქვენი ბელადის, სააკაშვილის დროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"