პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა - კრისტიან დანიელსონი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
დანიელსონის თქმით, მან წარმოადგინა წინადადება გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს.
თუმცა, კრისტიან დანიელსონი განმარტავს, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
„დღეს, მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამდებადობას და პასუხისმგებლობას. მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ახლა ეს იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა. სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, – განაცხადა დანიელსონმა.
სიახლეები
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
