ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა დააახლოვოს ხედვები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს - ნინო დოლიძე
დღეს, ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ,,სამართლიანი არჩევნების’’ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივი ორგანიზაციების გაცნობა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმების გაცნობას წარმოადგენდა.
როგორც სამართლიანი არჩევნების რეგიონალურმა ხელმძღვანელმა თეონა გოგიშვილმა FirstNews.ge-თან განაცხადა მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ორგანიზაციის გეგმების გაშლას.
„სამართლიანი არჩევნების ოფისს ეწვია აღმასრულებელი დირექტორი, იმ მიზნით, რომ გაეცნოს ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მასმედიის წარმომადგენლებს. ეს იქნება როგორც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ასევე, სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე საუბარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების ასე დაწყება, რათა გაიშალოს ორგანიზაციის კონკრეტული გეგმები,“- განაცხადა თეონა გოგიშვილმა.
,,სამართლიანი არჩევნების’’ აღმასრულებელი დირექტორიმა ნინო დოლიძემ შეხვედრაზე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დაძლევის გზებზე ისაუბრა და პრობლემის გადაჭრაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ევროპარლამენტარები ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესებაზე საუბრობენ, ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას.
"ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და ხელისუფლებამ, ხალხის არჩევანს პატივი უნდა სცეს. საჭიროა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დააახლოვოს ხედვები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს,’’-აღნიშნა ნინო დოლიძემ.
როგორც მან განაცხადა, პოლიტიკური პარტიები ყოველ არჩევნებზე ახალ-ახალ მანიპულაციისა და გაყალბების გზებს ეძებენ და სამოქალაქო საზოგადოება, მედიასთან ერთად მობილიზებული უნდა იყოს, რათა გამოავლინოს ასეთი ფაქტები.
"საარჩევნო წელი მოითხოვს დაკვირვებას. არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება. გაყალბება ერთი წლით ადრე იწყება. ხშირად სახელმწიფოს მიერ გამოყენებული დახმარებების უკან დიდი ჯგუფი დგას. ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ თავს ვალდებულად გრძნობენ ხელისუფლების წინაშე. ასევე ბევრს ეშინია სამსახურის დაკარგვის და იძულებულია ხმა მთავრობას მისცეს. უნდა ვიმუშავოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ მათი ხმა ფარულია და არავის აქვს უფლება უკარნახოს რა გადაწყვეტილება მიიღოს არჩევნების დღეს, უკვე უნდა დავიწყოთ არჩევნების მონიტორინგი," - აცხადებს ნინო დოლიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"