"რუსთაველი მარტო “საფანჩატურეთის” არ არის "- ედიშერ გვენეტაძე

"პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ყოვლად გაუმართლებლად მიიჩნევს, რომ 9 აპრილს რადიკალური ოპოზიციის გამო ქართულ საზოგადოებას საშაულება არ ეძლევა პატივი მიაგოს 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს.

მისი თქმით, ის უმსგავსობა, რაც რუსთაველზე ხდება, უნდა დასრულდეს, რადგან რუსთაველი მარტო “საფანჩატურეთის” პროსპექტი არ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსთაველი მარტო “საფანჩატურეთის” არ არის - ედიშერ გვენეტაძე.

 

“რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელმაც კარვები დასცა რუსთაველზე და თავის ამომრჩეველს ატყუებს, რომ მწვავე პროტესტს გამოთქვამენ არსებული ხელისუფლების მიმართ, ყველა ვხედავთ რა სახის პროტეტსია ეს? რას დაამსგავსეს იქუარობა, სრული ანტისანიტარიაა, რუსთაველი ყარს. ამდენი ხანია თბილისის მოსახლეობა და ჩამოსული სტუმრები ამას უძლებენ, მაგრამ 9 აპრილი ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი დღეა და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ რამდენიმე რადიკალის გამო, რომელიც კარავში წამოწოლილა, ღომს ხარშავს და ყველიც ამოჰყავს, მათ გამო საზოგადოებას საშუალება არ აქვს მივიდეს და ერთი ყვავილი მაინც დადოს ამ წმინდა ადგილზე. როდემდე შეიძლება ეს მოითმინოს მოსახლეობამ?! ეს უნდა დასრულდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

 

“მე მივდივარ ამ დღის აღსანიშნავ აქციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ადამიანი მოვა, ვისაც სამშობლო უყვარს და არ უნდა, რომ შეეგუოს ამ რადიკალების უმსგავსო საქციელს, იმ ანტიქართულ ძალას, რომელსაც ქვეყანა დუღუპვის გზაზე მიჰყავს. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როდესაც ამ დამნაშავე ძალასთან კოჰაბიტაცია გააფორმა. სათანადოდ რომ დასჯილიყო თავისი მეთაურებით, ეს სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“მიშა სააკაშვილი ვერ ისვენებს, აკი გამოკეტა ციხეში მელია. მიშას, ამ პოლიტიკურ ლეშს, სურს მისი ადგილმონაცვლე მელია დიდხანს იჯდეს ციხეში, რადგან თვითონ ეშინია ციხეში ჩაჯდომა, ამით კი ქულებს იწერს. საფანჩატურეთში დიდი არეულობაა, მაგრამ ჯერ ერთად არიან, რაღაცას კიდევ ელოდებიან, ალბათ მიშას და კეზერაშვილის ფულებს, მათ ხომ მხოლოდ ფული აერთიანებთ და არა იდეოლოგია. მაგრამ ძალიან მალე ერთმანეთს თავ-პირს დაამტვრევენ. დროა ქართველმა ხალხმა ასეთ ძალას უთხრას, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, საკმარისია, რაც უმტრეს ქვეყანას. ნიადაგი, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, უკვე მომზადებულია და ეს მალე გამოჩნდება”, - დასძენს ედიშერ გვენეტაძე.

წაკითხვა 661 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.