"მოხარული ვარ, რომ "ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას" - ჰუბერტ ქნირში
"მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას.
გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა მხარეებს შანსს აძლევს, ღირსეულად შეთანხმდნენ და პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ.
"ყველა ძალამ, რომელსაც სურს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
