ნიკა მელია დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა.
მისი განცხადებით, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი მართლაც განიმუხტოს, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია.
„პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რომ მოხდეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა, სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობებისთვის. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი, ბოლომდე დასაბუთებული.
უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად, „ნამახვანის“ აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი, არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის არის ძალიან თავდადებული და საქართველოსთვის დამსახურებული ხალხი.
მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში და ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდით, რადგან ეს უმძიმესი კრიზისი. როდესაც ყველას აქვს თვალი გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ ყველანაირ საზღვარს გადააჭარბა, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ.
მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში, ეს თქვენ გაგიადვილებთ ვითარებას, პირიქით გვიძნელებს. მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდით. მინდა, ეს ვითარება განიმუხტოს, მინდა, რომ ევროკავშირისა და სხვების შუამავლობის პროცესებს რეალური შედეგები მოჰყვეს, ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, ამისთვის საჭიროა, ყველამ მოვინდომოთ ვითარების გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ დადგება და ეს არ შედის არავის ინტერესში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
