“ნაცმოძრაობამ” პოზიცია შეარბილა - პარტიაში სურთ, რომ მელია ამ კვირაში გამოვიდეს ციხიდან
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიცია შეარბილა.
პარტიაში აცხადებენ, რომ მათი სურვილია მელია უკვე ამ კვირაში გამოვიდეს ციხიდან. მათი თქმით, გირაოს საკითხის მოგვარებას მელიას თანხმობა არ სჭირდება, ხოლო რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, “ნაცმოძრაობა” პარლამენტში ინიცირებული პროექტის სახელისუფლებო ვერსიას კვლავაც მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებენ, რომ მელია მისი ამ ფორმით მიღების შემთხვევაშიც უნდა დათანხმდეს ციხიდან გამოსვლას. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის შეთავაზება პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით ისევ ძალაშია, თუმცა თავად მელიას გადაწყვეტილება ამნისტიის შინაარსზე იქნება დამოკიდებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ნაცმოძრაობამ” პოზიცია შეარბილა - პარტიაში სურთ, რომ მელია ამ კვირაში გამოვიდეს ციხიდან.
“შეთავაზება არის დიდი ხანია და ძალაშია, არავის არ გაუუქმებია და ეს იქნება ყიველთვის, ხოლო ნიკა მელიას პოზიცია ჩვენ ვიცით, რომ ეს ამნისტიასთანაა დაკავშირებული, თუ ამნისტიის კანონის განხილვა არ მოხდება, მაშინ მელია აქმ შეთავაზებას მიიღებს, გააჩნია რას მიიღებენ და შიგნით რა ეწერება, თუ მიიღებენ იმას, რომ დამნაშავეები იქნებიან ამნისტირებულები, რომლებმაც ეს რბევა ჩაიდინეს, ეს სხვაა. ამნისტიის შინაარსზეც იქნება ეს დამოკიდებული,ნიკა მელია აპროტესტებს იმას, რომ დამნაშავეების პატიებაა გათვალისწინებული”, - განაცხადა გოცირიძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მისივე თქმით, თუ ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის ეს ნაწილი გათვალისწინებუილი არ იქნა, ამ შემთხვევაში მელია გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. კითხვაზე თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით სავარაუდოდ როდის შეიძლება დატოვოს მელიამ საპატიმრო, გოცირიძემ თქვა, რომ პროცესებს თავად ხელისუფლება აჭიანურებს. სამშაბათს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მელიას მისი ადვოკატები შეხვდნენ. ამის შემდეგ მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“შევხვდით და სხვადასხვა საკითხები გავიარეთ. რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ, არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა, სასამართლო და ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს, გირაო მოითხოვონ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია პროკურატურას სასამართლოს მიმართოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია, ისვე, როგორც ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლებას ვერ ახდენს, ზუსტად ანალოგიურადაა, გირაოსთან დაკავშირებით თანხმობაც. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში, ისევე როგორც მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან არის ხელისუფლების ხელში. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პრობლემაა, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კონდახიშვილი.
“ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი პატიმრობა გაახანგრძლივონ და ისრები მასზე გადმოიტანონ. ცდილობდბენ, საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ გასაღები ნიკა მელიას ხელში იყო, მაგრამ 13 აპრილს, როცა პროცესი ჩატარდა, პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა”, - დასძენს კონდახიშვილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე კი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ ახლა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა უფრო უპრიანია, რადგან ოპოზიციის ბრძოლა სხვა ეტაპზე გადავიდეს, რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს ის აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას" ეკისრება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ახლა უფრო უპირიანი იქნება, რომ ნიკა გარეთ და უფრო ქმედითი იყოს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად პოლიტიკურ ველზე, რომ ამ კვირაში გარეთ ვიხილოთ. იყო მოსაზრება და ჩვენი პარტნიორები და კოლეგები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ მზად არიან ის ადამიანები, ვინც ნიკას თავდებობა შესთავაზეს და მზად არიან ნებისმიერ დროს ეს გააკეთონ. მე ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე ყოფილიყო, რადგან პოლიტიკურ პროცესებს ნიკას გარეთ ყოფნა ძალიან სჭირდება. კარგად დავინახეთ„რომ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად არ სურს, რომ მელია გარეთ იყოს. მელიას ევროკავშირის პარლამენტის წევრები უდგებიან თავდებში, უპრეცენდენტო შემთხვევაა. ნიკაც კარგად ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს მისი აქტიურობა და თავიდან ბოლომდე ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში მიდის. ამიტომ ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, ნურავის ნუ ექნება მცდელობა, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეგვაყაროს, მათ ხელშია, მათი გადასაწყვეტია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით კირკიტაძე.
“ნიკა მელიასგან არავითარი წერილობითი თანხმობა არ სჭირდება. შესაბამისი პროცედუირებიც დაწყებულია და შეთავაზებებიც გაკეთებულია. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული გვაქვს, ჩვენ ამნისტიის კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს კანონპროექტი გამოეთხოვათ. ეს “ქართულ ოცნებასაც” და ჩვენს ქვეყანასაც აზარალებს. თუ არ გამოითხოვენ, ნებაც მათია, პასუხისმგებლობაც და ეს პასუხისმგებლობა აიღონ. ჩვენი პოზიცია ნათელია. კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ბოიკოტის პროცესი დამთავრდა ისე, რომ “ქართულ ოცნებას” მოუწია ეღიარებინა, რომ ეს იყო პრობლემური არჩევნები. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაში დევს მუხლი, რომელიც გვაძლევს გზას და სამოქმედო გეგმას, თუ ვადამდელ არჩევნებამდე როგორ მივალთ. ამიტომ ბრძოლა უნდა გადავიტანოთ სხვა ეტაპზე”, - ამბობს კირკიტაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი