"ვაშაძე (და არა მარტო) რომ ტროას ცხენი იყო, ყოველთვის ვიცოდი" - ჭიჭინაძე
ვინც გახტა და გაიყიდა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ.
"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდ ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და ვისაც ადამიანის ციხეში გამოკეტვა გამარჯვება ჰგონია. გემი ჩაძირეთ, თვითონ გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?! არ გამოგივათ! ჯერ ერთი, გემი გადარჩება! და მეორე, ვინც გახტა და გაიყიდა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს უახლოეს არჩევნებზე. და იდექით მერე რიგში და ითვალეთ პირველი, მეორე, მესამეზე.. ხალხის ინტერესების დაცვაა მთავარი, სახალხო ძალა და არა საარჩევნო კოდექსთან ჩახუტებული სირბილი. P.S. გიორგი ვაშაძე ( და არა მარტო! ) რომ ტროას ცხენი იყო, ყოველთვის ვიცოდი და ვამბობდი კიდეც," - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.
სიახლეები
- ,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
- “მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
