ქალბატონო სალომე, დროა გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან - ლევან ვასაძე

"პრეზიდენტი თავისი პოლიტიკით ქვეყანას არცხვენს", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი"-ს დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დროა სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვოს. 

 

“მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ქალბატონი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას.

გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფო საპრეზიდენტო ინსტიტუტი არსებობს, თქვენ ბევრი არაფრის უფლება არ გეძლევათ, მაგრამ გვაოცებს ის, რომ იმ უფლების ფარგლებში, რომლებიც გაგაჩნიათ, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს.

არ ვიცი, გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან “უპრაგონოდ” გამოშვება თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა ვილაპარაკო.

თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, რადგან საზღვარი არ უჩანს ჩვენს უბედურებას, რადგან ყველაფერი, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, ვიდრე კიდევ ერთი უბედურება არ დაგვმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგვცეს ბრძანება, შეიწყალოს ის, ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ სჯობს, რომ დაანახოთ ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამას იმით, რომ გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი ქვეყნისა და ერის წინაშე”, – განაცხადა ვასაძემ.

წაკითხვა 453 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.