May 20, 2024

"ვთვლი, რომ პოლიტიკაში მთავარი სიბეცე არის გაბუტვა" - გიგი უგულავა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია აქვს და საკუთარ აზრს უზიარებს. 

 

როგორც უგულავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს.

 

"მეც მაქვს კომუნიკაცია, ჩემს აზრს მას ვეუბნები. მაგალითად, გუშინაც ვუთხარი, რომ ჩემი აზრია, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში. საერთოდ, ვთვლი, რომ პოლიტიკაში მთავარი სიბეცე არის გაბუტვა. მთელი რვა წელიწადი ეს გზა ვიარე, ბევრთან ვიყავი გაბუტული და ახლა ვცდილობ, რომ არავისთან ვიყო გაბუტული, ყველას ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ - დავარწმუნო იმაში, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერ ვახერხებ. ამიტომ არ ვაპირებ არავისთან გაბუტვას, არც ჩაჯინებას", - განაცხადა უგულავამ "პალიტრანიუსის" ეთერში.

წაკითხვა 405 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.