"ნაცმოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის მომხრეთა რაოდენობა იზრდება - "ჩვენი გარეთ დარჩენა ხელისუფლების ოცნებაა...“
"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე "რეზონანსთან“ ამბობს, რომ პარტია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს და დარწმუნებულია, რომ ასეც მოხდება.
გოცირიძის აზრით, ეს საჭიროა პირველ რიგში ქვეყნისთვის და მერე პარტიისთვის, რადგან თუ ენმ გარეთ დარჩება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწვეს, რაც ოპოზიციის დასუსტებას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში კი ეს შეამცირებს იმის შანსს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-იანი ზღვარი ვერ გადალახოს, რომ შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ნაცმოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის მომხრეთა რაოდენობა იზრდება - „ჩვენი გარეთ დარჩენა ხელისუფლების ოცნებაა...“
“რაც შეეხება იმას, პარტიაში რიცხობრივად როგორ არის გაყოფილი პარლამენტში შესვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ამ შეჯამებას საჯაროდ არ დავიწყებ. პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრი ბოიკოტის მომხრეა, ზოგი - არა. ისინი საკუთარ მოსაზრებებს ღიადაც აფიქსირებენ, მაგრამ ჩანს, რომ იმ ადამიანების რიცხვი მატულობს, რომლებიც შესვლის მომხრეები არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ დარჩენა ხელისუფლების ოცნებაა. ამიტომაც ამის გათვიცნობიერება იმ ადამიანებმაც დაიწყეს, რომლებიც შესვლის წინააღმდეგი იყვნენ. პარლამენტში კომფორტულად ყოფნა და დასავლეთის თვალში ენმ-ის მარგინალიზება „ოცნების“ ინტერესებში შედის. ამიტომ ჩვენ ამ სიხარულის საშუალებას არ მივცემთ“, - აცხადებს რომან გოცირიძე „რეზონანსთან“ საუბრისას. ჩვენს კითხვაზე, განიხილება თუ არა ის ვერსიაც, რომ თუ პარტია პარლამენტში შესვლაზე საბოლოოდ უარს იტყვის, მაშინ სიით გასულმა ყველა დეპუტატმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღოს, გოცირიძე ამბობს, რომ ასეთი სცენარი არ განიხილება და პარტია მხოლოდ ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს: ან ყველა შევა, ან - არავინ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი