"ჩემი მინისტრობის დროს „ნამახვანჰესის“ პროექტი რომ დაწყებულიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა"
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ენერგეტიკის მინისტრად ყოფნის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რა კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემი პოზიციაა, რომ რაც შეიძლება, ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსები, რაც ქვეყანას აქვს, რათა მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დამოკიდებული არ ვიყოთ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. ეს რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მაგარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენი მინისტრობის პერიოდში ხომ არ გადაიდგა პირველი ნაბიჯები „ნამახვანჰესის“ მშენებლობისკენ“, კალაძემ განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში, ჰესი უკვე აშენებულიც იქნებოდა.
„ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"