"ოცნება“ 43% ვერ მოიპოვებს, იქნება ვადამდელი არჩევნები, სადაც უცნაურ კოალიციებს ვიხილავთ - იგორ კვესელავა
"სიტუაცია არჩევნების წინ უფრო და უფრო მძაფრდება, ასე რომ ჩვენ ძალიან საინტერესო პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს უნდა ველოდოთ, რადგან ტარიფების გაძვირება საზოგადოებას პირდაპირ ურტყამს;
გახარია და მისი გუნდი ბუნებრივია ხმებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" წაართმევს, არამედ ყველა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" კი - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ 43% ვერ მოიპოვებს, იქნება ვადამდელი არჩევნები, სადაც უცნაურ კოალიციებს ვიხილავთ - იგორ კვესელავა
"პოლიტოლოგის თქმით, ხელისუფლების წიაღში ახალი მოძრაობის და ახალი პარტიის ჩამოყალიბება მოხდებოდა, ეს ამ 30 წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში თითქოს კანონზომიერებასავით დამკვიდრდა. საერთოდ ეს უნდა დამთავრდეს და არ შეიძლება ასეთი სახეცვლილებები განვითარდეს. მართალია არ ვიცი ახლა გახარია რას იზამს, მაგრამ ვიცი, რომ შესაცვლელი ბევრია და მისი მოსვლა სიახლესთანაა დაკავშირებული. მთავრობაში მუშაობის საკმარისი გამოცდილება აქვს მიღებული და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები იცის, ამიტომაც ასეთ სიტუაციაში რა უარყოფითიც დაგროვდა, ის აუცილებლად უნდა იქნას გატანილი. მას, როგორც ჩანს, სწორედ ამ ნაგავის გატანის მისია ერგო, რაც „ქართული ოცნების" პერიოდში დაგროვდა პლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ სოციალური მიმართულებით. რაც შეეხება პერსპექტივას, გახარია და მისი გუნდი ბუნებრივია ხმებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" წაართმევს, არამედ ყველა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" კი. როცა ლაპარაკია სამეგრელოზე, იქაური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ამბობენ, რომ თუ გახარია მოვა, მხარს მას დავუჭერთო. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, შესაძლოა იქაც იგივენაირად მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"კითხვაზე, ახლა, როცა პოლიტიკურ ველზე გიორგი გახარია და ლევან ვასაძე შემოდიან, გაუჭირდება თუ არა ადგილობრივ არჩევნებში 43%-
ის აღება "ქართულ ოცნებას"? კვესელავას აზრით, "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს. ოთხი წლის წინ შეიძლება ეს პრობლემა არ ყოფილიყო, თუმცა ახლა გაუჭირდება. მან 2020 წლის არჩევნებში 48% აიღო და წარმოიდგინეთ ამ რყევებისა და თუნდაც გახარიასა და ვასაძის მერე რამდენად გაუჭირდება. ალბათ გიორგი გახარიას პარტიაში ყველა თაობა და ყველა ეროვნება იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ ის ფიქრობს იმაზე, რომ საშუალო ფენის ინტერესების გამომხატველი პარტია ჩენ არ გვყავს და იმ ხალხზე უნდა იმუშაოს, ვინც ხმას არავის არ აძლევს. ვასაძეც ამ სეგმენტზე იმუშავებს. ის რუსეთის მიმართულებით წავიდა და ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაიძრას. ჩვენ მისი საპროგრამო თეზისები სიღრმისეუოლად არ მოგვისმენია, ვერ გეტყვით, რომ ის ხელისუფლებაში მოვა და უმრავლესობის ნებას მიპოვებს, მაგრამ რაღაც გარკვეული ძალა ექნება. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ კოალიციურ მთავრობას მივიღებთ, ეს იქნება, „ოცნებისაგან" „ნაციონალებიოსაგან" , გახარიასგან, არაა გამორიცხული იყოს ვასაძისაგანაც და სხვა ჯგუფებისგან. ჩვენ ასეთი მთავრობა არ გვქონია, ეს ალბათ ცდა იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.
"რაც შეეხება "ნაცმოძრაობის", მის ახლანდელ რეიტინგს, პოლიტოლოგის აზრით, მიშასდროინდელი "ნაცმოძრაობა" სხვა იყო. როცა ისინი მოვიდნენ, აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო, რასაც შევარდნაძის რეჟიმის კორუფციულობა, უვარგისი საკადრო პოლიტიკა და ნეპოტიზმი უწყობდა ხელს. სხვათა შორის ნეპოტიზმი ახლაცაა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. მიშა სააკაშვილს არ უნდა დავუკარგოთ პირველი ექვსი წელი რაც გააკეთა, შემდგომ არასასურველ პროცესებს კი მისმა გარემოცვამ შეუწყო ხელი. ახლა მელიას აქვს თუ არა ასეთი რეიტინგი, საკითხავია. მისმა ტაქტიკამ, ციხეში ჩაჯდომამ აუწია თუ არა მას რეიტინგი? გულახდილად გეტყვით, რომ არა. მოლოდინი ჰქონდათ, როცა საპატიმროს დატოვებდა, ათასობით ადამიანი მივიდოდა და სკანდირებას დაიწყებდა”, - დასძენს გამოცემა.
"კითხვაზე, თუ რას ფიქრობს "რიონის ხეობის მცველების" გამოსვლებზე, როგორც კვესელავა ამბობს, ერთის მხრივ საქართველოს რომ ჰიდროელექტსოსადგური არ ჰქონდეს, ეს ქვეყნის დაღუპვა იქნება. თუ დასაბუთდება, რომ გაკეთება შეიძლება, რატომ არ უნდა გაკეთდეს?! ხოლო მეორე მხრივ აქაც ინტერესებია, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული პარტიის დაინტერესებაა. პროცესები სადღაც მართვადიც ხდება, მე აქ ინტერესებს ვხედავ, არაა გამორიცხული, რომ აქ რომელიმე გუნდის ან ჯგუფი ინტერესებიც იყოს, შეიძლება ჯერ მისი სახელი ჯერჯერობით არ ჩანს. ფინანსების გარეშე აქციის გამართვა ასე მარტივი არაა. ამ სიტუაციაში შემოწირულობები, რომელიც არის, ბევრ რამეს არ ნიშნავს. მათი თბილისში ჩამოსვლა საკმაოდ ორგანიზებული იყო და რაც მთავარია ასევე ორგანიზებულად დატოვეს დედაქალაქი. ამას სპონტანურად მოსულ გუნდს ვერ დავარქმევდი, რომელიც ასეთ ულტიმატუმებს აყენებს. თუ ყურადღება მიაქციეთ, ათი დღის წინ ასეთი ამაღლებული ტონი არ იყო, როგორც ახლა გოლეთიანს აქვს. ის ცოტა პრეტენზიულიც გახდა. სიტუაცია არჩევნების წინ უფრო და უფრო მძაფრდება, ასე რომ ჩვენ ძალიან საინტერესო პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს უნდა ველოდოთ, რადგან ტარიფების გაძვირება საზოგადოებას პირდაპირ ურტყამს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი