რატომ აგვიანებს გახარია პარტიის პრეზენტაციას და პოტენციურად რომელ ძალებს შეიძლება წაართვას ხმები
"გახარიამ დააგვიანა, რადგან ახლა მთელი სისტემაა შესაქმნელი, ადგილობრივ არჩევნებში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, სიები უნდა შედგეს, მაჟორიტარები მოიძებნოს, დაკომპლექტდეს, ორგანიზაციული სამუშაო უამრავია და დარჩენილ ოთხ თვეში რამდენად მოესწრება, არ ვიცი - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
მისი აზრით, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ხმების 50% „ქართული ოცნების" ელექტორატი იქნება, ხოლო ნახევარი პატარა პარტიების”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ აგვიანებს გახარია პარტიის პრეზენტაციას და პოტენციურად რომელ ძალებს შეიძლება წაართვას ხმები
"გახარიას თანამოაზრეები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათი პარტიის პრეზენტაცია შაბათს, 29 მაისს საღამოს 6 საათზე თბილისშია დაგეგმილი. ამ საკითხზე „რეზონანსი „ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, პარლამენტარს ბექა ლილუაშვილი ესაუბრა, რომელმაც დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ პრეზენტაცია „ძალიან მალე" იქნება. „რეზონანსი" ძაბირაძეს რამდენიმე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხზე ესაუბრა, მათ შორის გახარიას მომავალ პარტიაზე, „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გახარიას პარტიასთან დაკავშირებით მოლოდინები გადამწიფდა და თუ იგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებს, დააგვიანა კიდეც. გახარიას პარტიის მოლოდინი, რაც გადადგა იმავე წუთიდან არსებობს და საზოგადოება ერთგვარად შეგუებულია. მოლოდინი მე მგონი გადამწიფდა კიდეც იმიტომ, რომ დიდხანს გაგრძელდა, აქედან გამომდინარე, რომ გითხრათ, დღეს ქვეყანაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა, რომ გახარიას უფრო დიდი პერსპექტივები აქვს, ვიდრე ორი თვის წინ, ალბათ ჩემი აზრით ეს ასე არაა. ჯერჯერობით ყველაფერი საწყის ნიშნულზე რჩება, როგორც იყო. ვნახოთ, რა გუნდი ეყოლება, შემდეგ რა პერსპექტივას და რა შრომისუნარიანობას გამოიჩენს, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქართველი ამომრჩევლის წინაშე რა მესიჯით წარსდგებიან, რას დაპირდებიან, ჯერჯერობით გარდა იმისა, რომ არსებობს გახარია, რომელსაც პარტიის შექმნა უნდა და არსებობს 6 თუ 7 ადამიანი, რომლებმაც ფრაქცია უკვე ჩამოაყალიბეს. მეტი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, კიდე უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩემი აზრით გახარიამ ეს ყველაფერი დააგვიანა, რადგან ახლა მთელი სისტემაა შესაქმნელი, ადგილობრივ არჩევნებში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, სიები უნდა შედგეს, მაჟორიტარები მოიძებნოს, დაკომპლექტდეს, ორგანიზაციული სამუშაო უამრავია და დარჩენილ ოთხ თვეში რამდენად მოესწრება არ ვიცი. ვასაძის შემოსვლამ არა მგონია, „ოცნებას" დიდი პრობლემები შეუქმნას, ხოლო გახარია საკუთარი ხმების ნახევარს „ოცნებიდან" მიიღებს, დანარჩენს კი მცირე პარტიების ელექტორატიდან, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ამ დარჩენილ 4 თვეში რას მოასწრებს. არსებული ვითარებით ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება" დიდი ალბათობით 43%-ს აიღებს, მაგრამ რა იქნება 4 თვის მერე, ვერაფერს ვიტყვით. არ ვიცით გახარია პოლიტიკაში რა მესიჯით შემოდის, ვასაძე გასაგებია, მისი ძირითადი ხმები იმდენი იქნება, რამდენი მხარდამჭერიც ვთქვათ „ქართულ მარშს" ჰყავს. ეს ძირითადაც 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს, მასაც პარტია ჯერ არ დაუფუძნებია და ესეც აგვიანებს. გახარიას რაც შეეხება, ვასაძისგან განსხვავებით, ცოტა უფრო სხვა ფიგურაა," - განაცხადა ანალიტიკოსმა. „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საუბრისას ამბობს, რომ პროტესტი თბილისში უფრო საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ხასიათის იყო. ეს უფრო იმის მცდელობა იყო, რომ გაეგოთ ამ აქციებს რა რეზონანსი მოჰყვებოდა. პროტესტი 210 დღეა გრძელდება და მედიასაშუალებების მიერ ამის გაშუქება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაცილებით უფრო ინტენსიური იყო და მოსახლეობამ გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო იმაზე თუ აქციის მონაწილეები ვინ არიან, რა უნდათ და რას აკეთებენ, ვიდრე მთელი იმ ორასი დღის განმავლობაში. ანუ ეს გარკვეულწილად პიარ-აქციაც იყო”, - განაგრძობს გამოცემა.
"აქცია წმინდა სოლიდარობის გამომხატველი იყო, შესაბამისად პირველი მცდელობისთის საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი იყო, ამიტომაც ვთვლი, რომ თბილისში წარმატებული აქციები ჩაატარეს. რაც შეეხება იმას თუ უკან რატომ დაბრუნდნენ, პროტესტის ძირითადი კერა ნამახვანია და არა თბილისი, თბილისი შეიძლება იყოს სოლიდარული და მხარდამჭერი, მაგრამ ნამახვანს ვერ ჩაანაცვლებს. საკმაო რაოდენობის ხალხი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ პერმანენტული და მძლავრი საპროტესტო აქციები გამართულიყო, ამის რესურსი ორგანიზატორებს ჯერჯერობით არ ჰქონდათ, თუმცა თუ ხელისუფლებამ ერთ ადგილზე დგომა ასე ჯიუტად გააგრძელა და იმის გარკვევა დაიწყო, ლითონის ბადეებს ვინ რამხელა ქვა მოარტყა და ა.შ. მაშინ ეს პროტესტი გაგრძელდება, გაძლიერდება და შესაძლოა სულაც სახალხო პროტესტში გადაიზარდოს. ასევე ამ აქციებისას ძალიან საინტერესო იყო პოლიტიკური სპექტრის პოზიცია და ძალიან ბევრი ტელევიზია, რომელიც თვლის, რომ დამოუკიდებელია, ცალსახად მხარე აღმოჩნდა და მისი დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშ დადგა. ასევე ძნელი საყურებელი იყო ის, რომ რუსეთი ხომ არ დგას ამ აქციების უკან, ვასაძე და ძალები, ასევე დღესაც მცდელობები მიდის, რომ რამენაირად „ნაცმოძრაობას" მიაკერონ და ა.შ. ამ დღეებში ქართული ტრადიციული იარლიყების მიწებების დიდი ფორუმი იყო, მაგრამ სწორი ნაბიჯები გადადგეს, საინფორმაციო ველი ამოწურეს, პროტესტი გრძელდება, სამუშაო ექნებათ, მაგრამ მე ვუყურებ როგორც საზოგადოებრივ სოციალურ პროტესტს და ეს ძალიან კარგია. ცუდი იქნება ეს მოძრაობა პოლიტიკური პარტიის სახეს თუ მიიღებს. თუ საზოგადოებრივ სოციალურ მოძრაობად დარჩება, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რეალური და მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი საზოგადოება ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება სოლიდარული არა მხოლოდ ნამახვანის მიმართ. არამედ ბორჯომი იქნება, ნაბეღლავი, ჭიათურა თუ ყველა იმ სოცილაური პროცესის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. რაც მთავარია ეს საზოგადოება კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაზე უნდა იყოს კონცრენტრირებული და არა იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება და გადადგომა მოითხოვოს. სამდღიან პროტესტზე საზოგადოება ხელისუფლების გადაყენებას რომ არ მოითხოვს, ეს ჩვენს დღევანდელ რეალობაში საკმაოდ იშვიათია თუ გამონაკლისი არა," - განაცხადა მან”, - დასძენს გამოცემა.
"იგი „ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხსაც შეეხო, ამბობს, რომ 99%-იანი ალბათობით პარტია პარლამენტში შევა. მგონია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია უბრალოდ, პიარის თვალსაზრისით ასეთი დროის გაწელვა მომგებიანია, თორემ დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა" 99%-იანი ალბათობით პარლამენტში შევა, 1%-ია იმისთის, რომ რაღაც კატასტროფა მოხდეს, რომ არ შევიდეს. დღეს ენმ მედისსაშუალებებში ცალკე ადგილს ინარჩუნებს და როგორც კი პარლამენტში შევა, ის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია იქნება. იქაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ძლიერი ფრაქცია ექნებათ, მაგრამ არ იქნება მედიაში დომინანტი, იმიტომ, რომ პროტესტებს სხვებიც გამოხატავენ და გამონაკლისი ვერ იქნება. მე პირადად ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, არსად არ ჩქარობენ, ის ძველი პარტიაა სტრუქტურულად დალაგებულია, ორგანიზაციული მხარე გამართული აქვთ, რამდენადაც ვხვდები, არც ფინანსები აკლიათ, მელიას მშვენიერი მაქნანა აქვს და თვითონვე შეუძლია, რომ თავისი პარტია საკმაოდ წარმატებულადაც დააფინანსოს, ასე რომ არსად არ ეჩქარებათ, მათ არ უდგათ ის პრობლემები, რაც უდგათ გნებავთ ვასაძეს და გახარიას - აწყობილი სტრუქტურა აქვთ საკუთარი ელექტორატი ჰყავთ. „ნაცმოძრაობას" ურჩევნია ეს დრო გაწელოს ამასობაში ამნისტიაზე რაღაც იქნება და შემდეგ რა თქმა უნ და პარლამენტში შევა, მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც აკეთებს მისთვის მომგებიანია," - განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი