„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
პოლიტსაბჭოზე უმრავლესობის აზრი იყო შემდეგი, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა იმ ახალი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს შეიქმნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია იმის გამო არ აწერს ხელს მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომ ამნისტიის საკითხზე არცერთ ვერსიას არ იზიარებს.
"რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, პოლიტსაბჭომ იმსჯელა, არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ამ დოკუმენტში არის ერთი ძალიან მიუღებელი საკითხი, ეს არის ამნისტია, რომელიც თვითონ ნიკა მელიასთვის იყო მიუღებელი და მან ეს სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დააფიქსირა. მე თუ მკითხავთ, ამნისტიის დოკუმენტის არცერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ მომავალ სტრატეგიაზე, როგორ უნდა შევიდეს პარტია ბრძოლის სტრატეგიაში, როგორ უნდა იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვაწერთ თუ არა შეთანხმებას ხელს, 43 პროცენტი უზრუნველყოს ყველა პარტიამ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ აიღოს. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო, დიდი ბრძოლა გვაქვს წინ.
საპარლამენტო საქმიანობა ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არ დარჩეს არცერთ ეტაპზე, არცერთი მიმართულებით კომფორტი და არცერთი ხმა", - განაცხადა დეკანოიძემ.
მან აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევით და მოსახლეობასთან შეხვედრით პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას ემხრობოდა.
"მოხარული ვარ, რომ პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა დეკანოიძემ.
მან განმარტა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, როდის და რა ფორმით დაიწყებს პარტია საპარლამენტო საქმიანობას.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი