ვინ გასცა 20 ივნისს დარბევის ბრძანება - გახარიას განმარტება

ეს არ ყოფილა არანაირი უკანონო ბრძანება. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში 20 ივნისს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისს დაზარალებული ადამიანები უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების ქმედებების მსხვერპლნი არიან.

 

"20 ივნისთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებზე მე არასდროს მქონია პრობლემა კითხვებისთვის პასუხი გამეცა. მინდა გაგახსენოთ, რომ არც ერთ მაშინდელ ოპოზიციონერს, რომელმაც როგორც ჩანს, დაიმკვიდრა თავი ოპოზიციაში, კითხვაზე პასუხიც არ გაუცია. მე ბევრგან მისაუბრია 20 ივნისზე. არც ერთ ოპოზიციონერს, რომელიც იქ იყო, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალო კითხვაზეც არ გაუცია პასუხი, რატომ აკეთებდნენ ამას ან რით ხსნიდნენ. ეს შედარებისთვის.


ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი, ისევე, როგორც ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება, ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მიერ გადაცდომის ან ძალის გადამეტების ნაწილი. ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, თუ იქ არ არის. ეს ბრძანება არ ყოფილა, ეს ერთი - არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ. დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია და შემდეგშიც გავცემ. არ მაქვს არანაირი პრობლემა", – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

წაკითხვა 510 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.