გეხვეწებით, გემუდარებით - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს და ჩვენ, არ მივატოვებთ ქართველ ხალხს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook-ზე მიმართვაში აცხადებს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ ქვეყანა არ დატოვონ.
"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს და ჩვენ, არ მივატოვებთ ქართველ ხალხს - ამაში გარწმუნებთ!
მე მინდა ხალხს ვუთხრა, არ წახვიდეთ საქართველოდან, თითოეული ადამიანის მანდ ყოფნა, შემოდგომაზე იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი.
გეხვეწებით, გემუდარებით, გთხოვთ, გირჩევთ ძმურად, მამობრივად, შვილობრივად, არ წახვიდეთ, არ დატოვოთ თქვენი ქვეყანა.
არ დაუტოვოთ თქვენი ქვეყანა საჯიჯგნად ამ მართლა სვავებს!", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
