“ოცნების” პირველი რეაქცია გახარიას პრეზენტაციაზე - “მან უნდა გადაწყვიტოს ვისი ოპონენტია”
"ვნახოთ, როგორ გაუწევს ოპოზიციას ოპონენირებას გახარია, “ქართული ოცნების” პრემიერი - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრიას „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პირველ პოლიტიკურ განცხადებებსა და პარტიის “საქართველოსთვის” პრეზენტაციას. “დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის! ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის ვინმეს წინააღმდეგ”, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე - ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანების ძირითადი ლოზუნგი, რომელიც დღეიდან პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” პირველი რეაქცია გახარიას პრეზენტაციაზე - “მან უნდა გადაწყვიტოს ვისი ოპონენტია”.
“პრეზენტაციაზე ყოფილმა პრეიერმა განმარტა, თუ რა არის ქვეყნის მთავარი გამოწვევები და მათ შორის, სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი და ეკონომიკური ვითარება დაასახელა. მისივე თქმით, მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა დატოვა, რადგან მმართველი პარტია დაშორდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს იმის გამო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნია, ვიდრე რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ლოზუნგი - “ვერთიანებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ” ეს “ოცნების” განცხადებაა, რომელსაც დაფუძნების დღიდან აცხადებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეგ “ქართული ოცნების” განცხადებაა. პარტიის დაფუძნებიდან ჩვენ მაგას ვამბობთ, რომ ჩვენი კონკურენტი ყოველთვის ის გამოწვევები იქნებოდა, რომელიც საქართველოს ექნებოდა და მრავალი კიდევ სხვა მიმართულება, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია და თუ გახარია ფიქრობს, რომ ოპონენტი უნდა იყოს, ვისი ოპონენტი უნდა იყოს - ეს უნდა განსაზღვროს. ყოველ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” ოპონენტი რომ იყოს, გაუჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი განცხადებები და ჩვენი პლატფორმა რაც იყო და სადაც ის ასევე ლიდერი იყო, არ მგონია, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნოს. პოლიტსაბჭო და შიდა სამზარეული არ მგონია ჩვენი შესაფასებელი იყოს. ეს მათი გადასაწყვეტია, სად ვის დანიშნავენ. ამაზე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის კომენტარი ჩვენგან საჭირო იყოს. ვნახოთ, როგორ გაუწევს ოპოზიციას ოპონირებას გახარია - “ქართული ოცნების” პრემიერი გახარია, ესაა ყველაზე სწორი ნათქვამი, რადგან თუ ვინმე ვინმე კრიტიკულად იყო ოპოზიციის მიმართ განწყობილი, მისი ლიდერობის ქვეშ იყო; თუ ვინმე პოზიტიურ განცხადებას აკეთებდა, მისი ლიდერობის ქვეშ იყო. ნებისმიერი, ნეგატივი იყო თუ პოზიტივი, რა თქმა უნდა, ბუნებრივად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ხდებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილი.
“ზუსტად თავის დროზე ამას ვამბობდი, რომ ძალიან გაუჭირდება ოპონირება გაუწიოს თავის თავს “ქართულ ოცნებაში”, იმიტომ, რომ ის როგორც პოლიტიკოსი, “ქართულ ოცნებაში” გაიზარდა. ის ხომ პარტიაში ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი არ მოსულა, თორემ ოპონირებას რომ ჩვენ ვერ გაგვიწევს, ეს ცხადია... ოპოზიციას ის პერიოდი აქვს, რომ თავის თავზე იზრუნოს. მარტივ მამრავლებად არიან დაშლილი და არ მგონია, რომ ჩვენი გულისტკივილის გამო წუხილს გამოთქვამდნენ. ამას ჩვენ მივხედავთ. ჩვენ, განსხვავებით ოპოზიციისგან, არჩევნებს ბუღალტერიის მსგავსად არ ვუყურებთ. შესაძლოა თავად პარტიისთვის დამაზიანებელი იყოს, მაგრამ ხალხი ამას ხვდება, თუ ესა თუ ის ნაბიჯი რატომ გადავდგით და როცა ხვდებიან, რომ ეს სახელმწიფოსთვისაა, შემდეგ მაინც “ქართულ ოცნებას” აძლევენ ხმას და ასე იქნება ახლაც”, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.
“ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ადგილობრივი არჩევნებისთვის ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკურ ველზე შემოსვლას დადებითად აფასებს, რადგან მიიჩნევენ რომ ორივე მმართველი გუნდის კონკურენტები იქნებიან, ხმებს წაართმევენ, შედეგად “ოცნება” ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ს ვერ მოაგროვებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს,რომ ვასაძე ხმებს “პატრიოტთა ალიანსს” წაართმევს და ამით არაფერი იცვლება, ხოლო გახარია “ქართული ოცნებისთვის” ამ მხრივ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. გოცირიძე “ქართულ ოცნებასა” და გახარიას პარტიას შორის მწვავე დაპირისპირებას პროგნოზირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ის საკმაოდ საშიშია „ოცნებისათვის“, ისინი ერთმანეთს დაჭამენ“, - გოცირიძე გახარიას პარტიაზე.
“ახლა ივანიშვილის ფლანგზე ბრძოლაა, თუ ვინ დაიკავებს მის კალთებს ქვეშ კარგად ადგილს. ამ ბრძოლაში გახარია „ქართული ოცნების" კონკურენტი გახდება. “ქართული ოცნება” ამიტომაც ღელავს, ნერვიულობს და დავობს, რადგან ივანიშვილის მიერ გაწყობილ სუფრაზე გახარია მაშინ მიდის, როცა ყველა ადგილი დაკავებულია, სუფრის თავში პროკურორები სხედან, აქეთ პოლიციელები, იქით პარტიული ბოსები, აქეთ მოსამართლეები, ბიზნესმენები და ახლა გახარიას უნდა, რომ ესენი ჩააჩოჩოს. გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნება” დეგრადირებულია და პერსონალურად ძალიან ცუდად გამოიყურებიან, გახარიას შეუძლია ივანიშვილის სუფრაზე ადგილის მოპოვება და ვიღაცეების იქიდან ამოგდება. ამიტომ ის საკმაოდ საშიშია “ოცნებისათვის” და ისინი ერთმანეთს დაჭამენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.
“ვასაძეს სერიოზულად არ განვიხილავ, რადგან აქ ლაპარაკია “პატრიოტთა ალიანსისა” და მსგავს რადიკალური დაჯგუფებებს შორის ხმების ურთიერთწართმევაზე, ხოლო გახარია ხმებს “ქართულ ოცნებას” შეუმცირებს. საქართველოში ყოველთვის იყო მოდიოდნენ პარტიები და ქრებოდნენ. იყო “მოქალაქეთა კავშირი” და გაქრა, ასლან აბაშიძის პარტია იყო და გაქრა, რუსები ყოველთვის ქმნიან პარტიებს. პანტელეიმონ გიორგაძის პარტია იყო და გაქრა. აგერ რუსული პარტიები იყვნენ და არავითარი ძალა მაგათ არ აქვთ. ასე რომ, პარტიები მოდიან და მიდიან. ავრცელებენ ხმებს, რომ თურმე გახარია ყოფილა “ნაციონალი” და “ნაციონალები” აფინანსებენ. მაგათ ხომ ტვინი არ აქვთ. ბოლოს იქამდეც მივლენ, რომ თურმე ივანიშვილს “ენმ” აფინანსებს, ასეთი უტვინო პიარია “ოცნების” მხრიდან”, - დასძენს გოცირიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"