ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება.
Bloomberg-ის სიის მიხედვით, ერთადერთი ქართველი მილიარდერი გუშინ $5.92 მილიარდით 495-ე ადგილზე იყო. დღეს ამავე სიაში ყველაზე ბოლო, 500-ე ადგილს $5.93 მილიარდით ამერიკელი პატ სტრაიკერი იკავებს.
სიაში სხვა მილიარდერების ქონების მატების ხარჯზე, ბოლო პერიოდში ივანიშვილი სიის ბოლოსკენ სწრაფად მიიწევდა. 20 მაისს მან Bloomberg-ის მილიარდერების სიის ბოლო ათეულში გადაინაცვლა.
9 აპრილს "ბიზნეს ფორმულა" წერდა, რომ ივანიშვილი $5.82 მილიარდით 480-ე ადგილზე იყო, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ დროს 339-ე ადგილს იკავებდა.
Forbes-ის რეიტინგით კი ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდით ფასდება.
2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს