ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
განცხადება სრულად:
"ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით საბოლოოდ დასრულდა სპეკულაციები ექსპრემიერ გახარიას პარტიის ბიძინა ივანიშვილთან რამე ფორმით კავშირის შესახებ. ამასთან დღევანდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ძალიან ზუსტი შეფასება. როგორც მოსალოდნელი იყო, სამოქალაქო პოზიციიდანაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი რჩება მნიშვნელოვან აქტორად.
ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური, მხოლოდ ასე შემიძლია შევაფასო ექპრემიერ გახარიას ბოლოდროინდელი განცხადბები. ჩემთვის და ვფიქრობ, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ამბიციები. პასუხისმგებლობის განცდა, პასუხისმგებლობის აღება ცარიელი სიტყვები არ არის, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში და პოლიტიკაში, სადაც პასუხისმგებლობის აღება დაკავშირებულია კონკრეტულ შედეგებთან. ძალიან სამწუხარო სანახავია, როდესაც ქვეყნის ექსპრემიერი და სხვადასხვა დროს არაერთი მნიშვნელოვანი მმართველობითი რგოლის ხელმძღვანელი, დღეს საზოგადოებისკენ მიმართავს ისრებს და საკუთარი პოლიტიკური სისუსტის გასამართლებლად ცდილობს საზოგადოების და მთლიანად პოლიტიკური სივრცის დადანაშაულებას.
სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკიდან წასული ლიდერების მიერ შეიქმნა საკუთარი პიროვნების განდიდების საკმაოდ საშიში პეცენდენტები, როდესაც ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანები მზად არიან, თუნდაც სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფის თუ დაზიანების ხარჯზე, დაიკმაყოფილონ პერსონალური პოლიტიკური ამბიციები, რაც ეგზომ თვალსაჩინოა, იგივე მიხეილ სააკაშვილის შემხვევაშიც. დემოკრატია და დემოკრატიული განვითარების პროცესი, მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია, ქაოსი არ არის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. განწირულია ყველა პოლიტიკოსი, ვინც ამ პროცესზე მაღლა თვისი თავის დაყენებას შეეცდება,"- აცხადებს ირაკლი შენგელია.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"