"უბრალოდ აიღო, დაგვყარა და მიგვატოვა" - წულუკიანი
ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდის შიგნით გახარია ყოველთვის აცხადებდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართ აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონი უნდა დაეცვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა, რითაც ყველა გააოცა.
"უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ჩვენება, ასე რომ ვთქვათ, და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება. ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი" - თქვა წულუკიანმა.
სიახლეები
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი
- ,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი
- უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
- “სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე
- დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა
