მინდა, ფინანსთა მინისტრს დავუანგარიშო ყველაზე დიდი კორუფციული სქემა - ვაშაძე
პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო ორგანოში ბანერითა და კალკულატორით მივიდა.
ის აღნიშნული ნივთების შეტანას, სხდომათა დარბაზში აპირებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისთვის, კალკულატორით კორუფციული სქემის დაანგარიშებას აპირებდა.
"მოვიტანე კალკულატორი და ბანერი, სადაც კონკრეტული რიცხვი წერია - მინდა დავუანგარიშო ფინანსთა მინისტრს, საქართველოში არსებული ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი," -განაცხადა ვაშაძემ.
სიახლეები
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი
- ,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი
- უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
- “სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე
- დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი – რა ვითარებაა ტყიბულში, სადაც მეწყერი ჩამოწვა
