დღეს ქუთაისში პარტია "მესამე გზა" დაფუძნდა
დღეს, ქუთაისში პარტიის - “მესამე გზა" - დაფუძნების პრეზენტაცია გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარე გიორგი თუმანიშვილია, რომელიც დაიბადა ქ. ქუთაისში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, თეატრალურ ინსტიტუტში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. ის, ასევე არის პარტიების „მრგვალი მაგიდა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თანადმფუძნებელი.
ღონისძიებაზე ისაუბრეს, თუ რისთვის იქმნება საქართველოში პარტია „მესამე გზა“?
პარტიის მიზანია, რომ გააერთიანოს ერთ ორგანიზაციის ჭერქვეშ ის კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც არ არის კმაყოფილი თავისი დღევანდელი ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობით.
მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ დღეს არსებული და მოქმედი კანონი არ არის კარგად მორგებული კეთილსინდისიერ ადამიანის სამართლიან მოთხოვნას.
პარტია თავის ექსკლუზიურ ამოცანად მიიჩნევს ლტოლვილების ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან საჭირბოროტო პრობლემების უმაღლეს დონეზე ეფექტურ გადაწყვეტას.

პარტია „მესამე გზა“ ექსკლუზიური ამოცანა და თეზისია, მცირე ბიზნესის თანამედროვე ფორმების ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება. იმ ადამიანის უფლებების დაცვა, ვინც მოღვაწეობს ბიზნესის სფეროში. პარტია მოწადინებულია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს „საშუალო ფენა“.
პარტია „მესამე გზა“ მონაწილეობას მიიღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებში.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
