გადადგა "ნაცების" ინტერესისთვის - მდინარაძე გახარიაზე
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამო გადადგა.
მდინარაძის თქმით, გახარიამ საკუთარ გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა.
"ეს ადამიანი გადადგა "ნაცების" ინტერესისთვის, ფაქტია - "ნაცმოძრაობის", მართალია ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარისთვის გადადგა. ფაქტი ეს იყო, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა.
მიუხედავად ამისა, სადაც ის თავის გუნდთან ერთად, ჩვენთან ერთად იყო წარმატებული, ეს უნდა ვთქვათ, არ უნდა უარვყოთ, იმიტომ რომ არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ვთქვათ არაფერი არ მოგვწონდა ამ კაცის, მაშინ გვეტყვიან, რატომ გყავდათ პრემიერ-მინისტრად", - განაცხადა მდინარაძემ გადაცემაში, "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან".
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
