ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" მთავარ მიღწევას ასახელებს

"ქართული ოცნების" მთავარი მიღწევა არის პირველი ოქტომბერი, როცა მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი მჩაგვრელი რეჟიმისგან", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალურ მოძრაობას".

მისივე თქმით, ერთადერთი ძალა, რომელმაც ქვეყანაში სტაბილურობა უზრუნველყო, "ქართული ოცნებაა".

 

"აქ საუბრობდნენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია და ასეც არის ნამდვილად; შეგახსენებთ, რომ იანვარში, ბატონი მელია, რომელიც რატომღაც არ დადის, მესმის მისი, გაუჭირდებოდა აქ ყოფნა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დარბაზში, ყოველდღე იმეორებდნენ, რომ გაზაფხულზე უნდა მოხდეს რევოლუცია.

 

რატომ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ ინვესტორს არ ჰქონდეს პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის შეგრძნება. შემთხვევით არ გამიხსენებია 90-0იანი წლები და 2008 წლის ომი, მთავარი, რაც ყველას სჭირდება, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს, ისე უცხოელებს, ვინც აქ ცხოვრობენ, ისე ინვესტორებს, ვინც ფულის ჩადებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში, არის პოლიტიკური სტაბილურობა. ერთადერთი ძალა და ყოველთვის შევახსენებ ამ ადამიანებს, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყო რეალურად უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, არის „ქართული ოცნება“. როცა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ამ მავნებლური პოლიტიკისა და მათი უწყვეტი საბოტაჟისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. შეკითხვები უამრავია და ამ დემაგოგიასა და სიყალბესთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ცილისწამებაც, რა არის „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა. 1-ლი ოქტომბერი არის მთავარი მიღწევა ჩემი აზრით, როცა მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი მჩაგვრელი რეჟიმისგან", - მიმართა პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

წაკითხვა 404 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.