"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, გულზე საკმაოდ იშვიათი დაავადების" - ლევან ვასაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერი ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე "პრაიდის კვირეულის" განმავლობაში საქართველოში არ იქნება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევებსა და მკურნალობას მოსკოვში გააგრძელებს.
"დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ დაისვა სავარაუდო დიაგნოზი - საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლო ოპერაციას...
იძულებული ვარ, სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს, 1-5 ივლისს თბილისში არ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ძალიან გთხოვთ, ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ", - თქვა ლევან ვასაძემ
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
