ყველა ცნობილი გვარია ამ სიაში - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკელები მოსამართლეების მიმართ სანქციებს ამზადებენ.
სააკაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლების ქმედებები და მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი შეაფასა.
"ერთადერთი რასაც ამზადებენ ახლა ამერიკელები არის სანქციები მოსამართლეების მიმართ. მათ აქვთ სრული სია გამოთხოვილი, რომელიც ქართულმა არასამთავრობოებმა გადასცეს, რომელმა მოსამართლემ რა მოიპარა, ვის რა ქონება აქვს, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი გვარია ამ სიაში. ასევე ბათუმში ასამართლებს ერთი თაღლითი მოსამართლე უკრაინელ მეზღვაურებს და მათ შორის მიშა ბატურინს და 4 წლის მისჯას აპირებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებისთვის, ამიტომ სანამ ცხვირში მაგათ არ მოხვდებათ ეს სანქციები, ჭკუას ვერ ისწავლიან, სანქციაც მოხვდებათ და ციხეშიც დაამთავრებენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
