აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნითა და მისი ხალხით - ჯეიმს აპატურაი

ქართველები არ ნებდებიან, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, სანამ არ მიიღებენ იმას, რაც სურთ, რაც ამ შემთხვევაში დასავლური ოჯახის წევრობაა, არა მხოლოდ გაზიარებული ღირებულებების, არამედ ინსტიტუციების კონტექსტშიც, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაიმ საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა სახელმწიფო ჯილდოსა და დაფასებისათვის.

 

"ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ პატივისთვის. ეს უდიდესი ჯილდოა, რაც კი ოდესმე მიმიღია და სავარაუდოდ, უდიდეს ჯილდოდ დარჩება, რომელიც მიმიღია. ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის!

 

ამ ჯილდოს ვიღებ არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ ნატო-სა და ყველა იმ ჩემი კოლეგის სახელითაც, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს საქართველოსათვის და კვლავ ასე განაგრძობენ მუშაობას.

 

მინდა სამ საკითხს გავუსვა ხაზი: პირველი ძალიან დიდი მადლობა. მეორე, მსურს გამოვეხმაურო იმ პროგრესს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ვადა იწურება, ვიხსენებ, როგორი იყო საქართველო, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ.

 

პირველ რიგში, ეს შესანიშნავი ვიზიტი იყო, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ჩვეულებრივი დიპლომატიური ვიზიტი იქნებოდა, თუმცა შემდეგ დასრულდა მთებში დალევით. მე გავიაზრე, რამდენად სასიამოვნოა აქ ყოფნა, თუმცა შემდეგ ისიც გავიაზრე, რომ ამ ქვეყნის ხალხმა ცივილური არჩევანი გააკეთა - დასავლეთის ნაწილად ყოფნა. ეს პირველივე დღიდან დავინახე და დღესაც ვხედავ.

 

თუმცა ასევე, ნათლად ვხედავ, რომ საქართველო არსებითად წინ წაიწია ნატო-ს წევრობისაკენ და როგორც იცით, ზოგჯერ არის ნარატივი - ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ შევდივართ, არაფერი ხდება, თუმცა, როდესაც დღეს საქართველოს ვუყურებ, ვხედავ მაღალპროფესიონალურ, გაწვრთნილ, გამოცდილ, პროფესიონალ, თავსებად შეიარაღებულ ძალებს ასევე, კარგად ფუნქციონირებად თავდაცვის სამინისტროს, კარგად ფუნქციონირებად დაზვერვის სამსახურს. ვხედავ ნატო-ს ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველდღიურ წვრთნებს, ინსტიტუციების შენებას.

 

ამერიკის ძალები ტრანზიტს ახორციელებენ და ვარჯიშებს გადიან აქ, ნატო გადის წვრთნებს, ნატო-ს გემები პორტში დგანან, ეს ყოველდღიურად ხდება. და ყოველი დღე როდესაც საქართველოს ძალები ჩვენ ძალებთან ერთად მუშაობენ, მათ მეტად შესწევთ უნარი დაიცვან ამ ქვეყნის ტერიტორია, ის რეფორმები კი, რომლებსაც თავად ქართველი ხალხი ატარებს ალიანსის დემოკრატიული სტანდარტებისაკენ სვლისათვის ეხმარებიან საქართველოს ნატო-საკენ სვლაში. ეს ხდება და მე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს, რომ ცვლილება განხორციელდა, ახლაც ხორციელდება და განაგრძოს განხორციელებას და მე კი მის მხარდაჭერას!

 

მესამე და ბოლო საკითხი, რაც მსურს აღვნიშნო, არის ის თუ რამდენად ვცემ პატივს და აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნითა და მისი ხალხით.

 

ძალიან მარტივი იქნებოდა სხვა გზის არჩევა, უფრო მარტივი გზის, რათა ამ რეგიონის უსაფრთხოების სირთულეები მოეგვარებინა და სხვა მიმართულებით შებრუნებულიყო, მაგრამ ქართველები ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, სურთ ევროკავშირსა და ნატო-სკენ სვლა.

 

და თუ რამე ვისწავლე ქართველების შესახებ არის, ის რომ ისინი ჯიუტები არიან. ქართველები არ ნებდებიან, ისინი აგრძელებენ ბრძოლას, სანამ არ მიიღებენ იმას, რაც სურთ, რაც ამ შემთხვევაში დასავლური ოჯახის წევრობაა, არა მხოლოდ გაზიარებული ღირებულებების, არამედ ინსტიტუციების კონტექსტშიც.

 

როგორც თქვენ მთხოვეთ, მე გავაგრძელებ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ საქართველოს სახლი ჩვენთან ერთადაა, თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ და ჩვენ თქვენის.

 

ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე დავბრუნდები, თუმცა ასევე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნატო განაგრძობს ყველა იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რასაც თქვენ ეწევით - რათა იყოთ დაცული, გქონდეთ ტერიტორიული მთლიანობა და ნატოსკენ სვლისა და კარში შესასვლელად.

 

ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!" - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

წაკითხვა 396 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.