"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს.
საქართველოსა და აშშ-ს შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია.
აშშ სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ერთად ვაშენებთ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მათ კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
