მინდა, თითოეულ პოლიციელს ბოდიში მოვუხადო - გახარია
პარტია ,,საქართველოსთვის“თავჯდომარემ, გიორგი გახარიამ პოლიციელებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ სწორი დაგეგმის შემთხვევაში მომხდარის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
,,თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა მარტივი მიზეზის გამო - მე მაინც კარგად ვიცი - როდესაც მმართველი ძალა ამბობს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარო, მე ხომ ვიცი, ამ პოლიციელებთან ერთად ამის პრევენცია როგორ უნდა მომხადრიყო. ამას ჭირებოდა წინასწარ სპეციალური მუშაობა, სპეციალური ღონისძიებების ჩატარება და ეს ყველაფერი არიდებადი იყო. ეს ყველაფერი ეკრანზე ჩანდა, რიგითი პოლიციელბის თითოეული ქმდება და ნაბიჯი მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი იყო, როდესაც იცავდნენ ან მოქმედებდნენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ინტერესებში. იმის გათვალისწინებით ჩვენ რა შედეგებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ - ის რომ, არასწორად იყო ორგანიზებული და არ იყო საკმარისი საპოლიციო ძალა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
