კომუნისტების დროს ცოტა იყო მსხვერპლი? - მეუფე სტეფანე
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე 5 ივლისს მომხდარ ძალადობასა და ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის გარდაცვალების გამო ეკლესიის პასუხისმგებლობას არ აყენებს. მისი თქმით, დაძაბულობა მედიამ თავად შექმნა.
"მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და საზოგადოებას. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა და როცა ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაცას არასწორს აკეთებ ეს არ ნიშნავს, რომ სწორია. ადამიანი რომ გარდაიცვალა არ არის აბსოლუტურად ჩვენი მოწოდების ფარგლებში. კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? იგივე ამბავი იყო, როდესაც თავს მოხვევა ხდება ინფორმაციისა და ისეთი იდეოლოგიისა, რომელიც არის ტოტალიტარული, იქ ხდება ისეთი სიტუაციებიც როცა არის ფარგლებიდან გამოსული დამოკიდებულება.
ჩემი მოწოდება არის ეხლაც რომ დღეს ტოტალიტარული სისტემის დამონტაჟება ხდება ეხლა თქვენ მიერ. ვიღაცა ვიღაცას რომ დაარტყამს არ ნიშნავს იმას რომ სამშობლო არ უნდა დავიცვათ და არ ვთქვათ ის რაც სიმართლეა", - განაცხადა მეუფე სტეფანე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
