"5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც ჟურნალისტები, ვერც საქართველოს მოქალაქეები"
„5 ივლისს სახელმწიფომ თავისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა, ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც ჟურნალისტები, ვერც საქართველოს მოქალაქეები ". - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მცხეთაში, პარტია "საქართველოსთვის" რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
"ლექსო ლაშქარავას ტრაგედიას, ეს ზუსტად ის პერსონალური საქართველოს მოქალაქის ტრაგედიაა, რომელზეც მე ახლა ვილაპარაკე. კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის - ჟურნალისტების წინაშე, TV პირველის წინაშე რა თქმა უნდა.
რა არის იცით?! ჩემთვის, ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა საქართველოს მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, მე არ მჭირდება დიდი გამოძიებები რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს არის , ეს ნიშნავს უკვე.... როდესაც სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს - ეს ჩამოშლილი ინსტიტუტებია", - აღნიშნა მან.
გიორგი გახარიას თქმით, ის რაც მოხდა 5 ივლისს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
"რა თქმა უნდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის უკან, ორგანიზატორი ან ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის წამხალისებელი - რა თქმა უნდა ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის და ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაცა იცოდა და გაგვაფრთხილა , ეს მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას და არ ამსუბუქებს, და სახელმწიფო მოღვაწეები, რომლების სარგებლობენ ხოლმე რაღაც გონორით, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინონ. ის, როგორც ისინი ამბობენ რომ სახელმწიფო ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა ეს მხოლოდ ამძიმებს მათ მდგომარეობას და არ ამსუბუქებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს იმდენად უკვე ნდობა აღარა აქვს, რომ არღვევენ კანონს და ასე აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.
"მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოძიება დასრულდეს. თქვენ რასაც ამბობთ, რომ აი, ასე, დოზირებით უწყება გვაწვდის ინფორმაციას, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას - შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება და იაზრებს იმას, რომ ნდობა ინსტიტუტის სიტყვისადმი იმდენად ნაკლებია, რომ ისინი იძულებულები არიან, რომ კიდევ უფრო არ დამძიმდეს ეს ყველაფერი, აი ესე, ნაწილ-ნაწილ, უბრალოდ, ინსტიტუტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვებს იმდენად უკვე ნდობა აღარა აქვს და ფასი აღარა აქვს, რომ დაარღვიონ კანონი, მათ შორის, ასე, ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ისინი. ეს სამწუხაროა. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე, ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტები, სამწუხაროდ, ძირითად მათ ფუნქციებს ვერ ასრულებენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"