"სულ "ლელოს“ ჰკითხავენ "ნაციონალები“ რომელი პორტფელი აიღონ"
"პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ შექმნილი ვთიარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, გაერთიანდეს და დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია მომავალ მთავრობაში ძალოვანი სტრუქტურები ნაცმონალებმა ჩაიბარონ და მოითხოვს, რომ ოპოზიცია ამაზე დღესვე შეთანხმდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სულ "ლელოს“ ჰკითხავენ "ნაციონალები“ რომელი პორტფელი აიღონ - რამაზ საყვარელიძე.
"მამუკა ხაზარაძის ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. ბევრი სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის გაერთიანებას, თუნდაც ჩრდილოვანი მთავრობის დაკომპლექტების საკითხში. საერთოდაც ფიქრობენ, რომ ოპოზიცია "მთავრობანას" თამაშობს. თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ რაღაც რეალობის გრძნობა ოპოზიციას შერჩა, ნაცმოძრაობას ძალოვან სტრუქტერებს რომ არ აკარებენ. "ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობა საერთოდ არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაიმეორონ ის, რაც "დაატრიალეს ქვეყანაში 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით", - აღნიშნავს გამოცემა.
"სტრატეგია აღმაშენებელში" ლელოს ინიციატივას საინტერესოდ მიიჩნევენ, თუმცა როგორც ამბობენ, უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს. ნაცმოძრაობაში ჩრდილოვანი კაბინეტის ფორმირებაზე კონსულტაციების დაწყება ნაადრევად მიაჩნიათ. "ამ საკითხებზე საუბარი ნაადრევია, წინ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებია. უახლოეს დღეებში დავასახელებთ თბილისის მერის კადიდატურას და როცა დავასახელებთ, ისე მოგეწონებათ, რომ ტაშს დაუკრავთ," - განაცხადა "რეზონანსთან" ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ”, - დასძენს გამოცემა.
"პოლიტოლოგ რამაზ საყარელიძეს ეჭვი ეპარება, რომ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის საკითხზე ოპოზიცია გაერთიანდეს, რადგან ჯერ მერობის საერთო კანდიდატზეც ვერ შეთანხმებულან. "მე მგონი, რომ ოპოზიციაში ლოგიკა ღალატობთ და მართლაც "მთავრობანას" თამაშობენ. თუ მართლაც უნდათ ქვეყნის მართვა, ასე სამასხარაოდ არ გაიხდიდნენ საქმეს და ფეხშიშველები პარლამენტში მაგიდებზე არ ირბენდნენ. მიტინგებით და საპროტეტსო აქციებითაც ხომ დარწმუნდნენ, რომ მხარდამჭერები არ ჰყავთ. ახლა ნაციონალებს რომ სთავაზობენ, ძალოვნებს არ გაეკაროთო, ისე ვინ არის ოპოზიციაში უმრავლესობა? ხელისუფლებაში მოსვლაზე თუ დადგება საქმე ნაციონალები ვინმეს შეეკითხებიან, რომელი პორტფელი აიღონ? ძალიან გაუგებარი ინიციატივაა "ლელოს" მხრიდან, თანაც იმ პარტიიდან, რომელსაც 3% აქვს მხარდაჭერა. მეტი საქმე არა აქვთ ნაციონალებს ვინმეს ნება მისცენ "თავის ბუდეში კვერცხები ჩადონ". მე ვფიქრობ, რომ მკვახე განცხადებებს და ინიციატივებს ოპოზიცია თავისი ამომრჩელისთვის აკეთებს, რომ ისინიც არ დაკარგონ, ვინც კიდევ უჭერთ მხარს," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყარელიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"