ვალდებულებას, რომელიც ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე ავიღე, შევასრულებ - სააკაშვილი
"იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლისთვის და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ის დაპირებას შეასრულებს და სახალხო რეფერენდუმის წინ საქართველოში ჩამოვა.
"ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას უკვე აღარ გააჩნია.
ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა რასაც მას უსახავენ არის ქვეყნიდან გაგდება. ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრებულია" - აცხადებს სააკაშვილი.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- ,,სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს"- ლევან ზალკალიანი
- ,,მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩებისა და ცხვრების გადანაწილებას''- შალვა პაპუაშვილი
- ,,ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში'' - ლევან მაჭავარიანი
- უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
