როგორ აფასებს გოგი წუალაია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ქუთაისში
პარტია „ახალი ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე, გოგი წულაია „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისის მერობის კანდიდატად იოსებ ხახალეიშვილის წარდგენას ეხმაურება.
წულაიას განცხადებით, ხახალეიშვილს ქუთაისის მოსახლეობა არ იცნობს.
„ხახალეიშვილი გივი ჭიჭინაძეს მამობილს ეძახდა და დაუფასდა კიდეც. ჩვენ ხომ კანდიდატებს აფერისტობისა და მლიქვნელობის მიხედვით ვარჩევთ. ნაპოლეონის სიტყვები მინდა გავიხსენო: "მლიქვნელი უამრავია, მაგრამ ცოტაა ისეთი, რომელსაც შეუძლია ღირსეულად შეგაქოს".
მისი დასახელება მერობის კანდიდატად ქალაქის შეურაცხყოფაა. გაიარეთ ახლად დაგებულ ქუჩებზე და უკვე ორმოებია. ჩვეულებრივი მლიქვნელი ადამიანია.
არ იცნობს ქალაქი. ამდენი ხანია უკვე ქალაქის მერია, თითქმის ერთი წელია და არ ჩნდება არსად, არც ჟურნალისტებთან, არც ინტელიგენციასთან, არც მოსახლეობასთან. ასეთი სუსტი კანდიდატის დასახელებით ხელისუფლება ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.
როცა ხელისუფლებამ ჟურნალისტები დაარბია, უკვე ნიშნავდა იმას, რომ თქვენი გაჩუმება სურდა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბოს. პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობაში სულ უნდა ვიყოო,“ – განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ გუშინ თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის კანდიდატად კვლავ იოსებ ხახალეიშვილი დაასახელა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
