საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებულები არიან - კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "ქართული ოცნების" შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა და ამის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.
მან თქვა, რომ საქართველოს მეგობრები მმართველი პარტიის შეთანხმებიდან გასვლით იმედგაცრუებულები არიან, რადგან რეფორმაბი მათ ყველა ხელმომწერ პარტიასთან ერთად უნდა განეხორციელებინათ.
„შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურის და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის.
საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელთა წინ წაწევას და შესრულებას შეძლებს ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა ლიდერი.
ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება დარჩება ძალაში და იქნება ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ქართველ ლიდერებს სჭირდებათ აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
