ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ მათი პარტიის მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.
"გუშინ მაგალითად, ერთ-ერთ რეგიონში ვიზიტისას ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს მოუწყვეს პროვოკაცია. კასპის კოლეჯის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს იმის გამო, რომ გახარიას გუნდის მხარდამჭერია. ასეთები ქეისები ყოველდღიურობაა - ასეთი შემთხვევები არის ქუთაისშიც, კახეთშიც, სამეგრელოშიც, შიდა ქართლშიც. ხდება ოფისების ნაწილში პრობლემების შექმნა - ყველას კარგად გვახსოვს ბათუმის ქეისი, ანალოგიური მოხდა გორში, შიდა ქართლში სხვა ოფისების გახსნის დროსაც - ეს უკვე იქცა ყოველდღიურობად. ეს ძალიან სამწუხაროა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროცესებს აქტიურად ვაკვირდებით წლების განმავლობაში - სამწუხაროა, რომ ეს მეთოდები პრაქტიკულად ერთი ერთში ჰგავს იმ მეთოდებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა 2011-2012 წლებში იყენებდა და ძალიან სამწუხაროა ეს გუნდისგან, რომელიც ხელისუფლებაში იმ მთავარი იდეით და მიზნით მოვიდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ყოველთვის ყოფილიყო მათი პარტიის მთავარი ძირითადი პრინციპი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
