"ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ"

მე ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 13 წლის წინ გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია.

 

„მივესალმები ყვარელს და ყვარლელებს, დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით - მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოიპოვა შვიდი ბრწყინვალე, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ბოლო შვიდ არჩევნებში ახლა ჩვენ ვემზადებით მერვე არჩევნებისთვის. მერვე დამაჯერებელი და ძლიერი გამარჯვებისთვის. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი გუნდი იმარჯვებს. ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ხალი იმარჯვებს, იმიტომ, რიმ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ხალხისთვის ბოლო წლებში მოიტანა განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს ხალხს ავარიდეთ დამატებითი პრობლემები, თავისტკივილი დ განსაცდელი. ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი ქარტეხილი გამოვიარეთ - არაერთი სირთულე, არაერთი პრობლემა, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომები. მათ შორის, სულ ახლახანს, 13 წლის წინ 21-ე საუკუნეში გამოვცადეთ ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რომელიც 2007 წელს ჩვენი ტერიტორიიდან გასულიყო, მაგრამ უგუნური პოლიტიკისა და მძიმე პროვოკაციების ვერ არიდების შედეგად ისევ შემობრუნდა რუსული ჯარი. ეს რა თქმა უნდა, მწარე რეალობაა, მაგრამ ეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში მეგობრებო! ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ მე მათ ყოველ დღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მათ, მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს. ერთის მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 284 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.