ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
