ველოდებით გამყრელიძის, ცერცვაძის, იმნაძის პოზიციას - ნიკა მელია
ახლა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა საზოგადოებას უთხრან, რა გველოდება, - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, თუკი ეპიდემიოლოგები არჩევნების გადადების რეკომენდაციას გასცემენ, მაშინ რეალობას თვალს გაუსწორებენ.
"ამ წუთას არის სრული ვაკუუმი, სიბნელეში დგამენ ნაბიჯს და ამ სიბნელეში ხელების ფათურით დღეში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს. თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება არის მხოლოდ შესაძლებელი ლოკდაუნის დაწესებით ან არჩევნების გადადებით, პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, გამყრელიძეზე, იმნაძეზე, ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ. ვინ თუ არა მათ იციან, ხელი უდევთ პულსაციაზე, თუ რამდენად მძიმეა ვითარება, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას, მათ შორის პარტიებს გვითხრან.
ცალკე აღებული პოლიტიკოსის მხრიდან საუბარი იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არც მართებულია და არც შეუძლია. თუ ეს გასაკეთებელია და თუ პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს, ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით და არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებასა და ეპიდემიოლოგებს შორის, ამის თაობაზე საუბარი უნდა გაიხსნას მათი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ რეალობასაც გავუსწორებთ თვალს, ოღონდ ისე არ მოხდეს, როგორც შარშან, როდესაც დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ სექტემბერში მხოლოდ აჭარის რეგიონი რომ ჩაგვეკეტაო, ბევრ პრობლემას ავირიდებდითო და ეს თქვა დეკემბერში. აგერ ბატონო, ვართ საარჩევნო პროცესში, გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე უნდა გამოვიდნენ და მათ უნდა თქვან, ველოდებით მათ პოზიციას. თუ მათ ვინმე არ ეთანხმება ხელისუფლებაში, ამასაც გავიგებთ", – განაცხადა ნიკა მელიამ.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
