ეს არის ანომალია - ირაკლი კობახიძე
არჩევნების გადადებისთვის არსებობს ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი - ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გადადების კამპანიას აწარმოებს, რასაც კობახიძე მარცხის წინასწარ აღიარებას უწოდებს.
„ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. ეს არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება. ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს 2020 წლიდან, მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია და შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა. ახლაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო და „სირცხვილიამ“ და მიშა მშვილდაძემ გააგრძელეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია“, - აცხადებს კობახიძე.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
