მართლმსაჯულების რეფორმა არანაირ საფინანსო სესხთან არ არის დაკავშირებული - კუჭავა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირის სესხის უარით, უარი ითქვა მართლმსაჯულების რეფორმაზე.
კუჭავას თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ასევე ევროპარლამენტარებთან, რომლებიც, ასევე, ჩართული იქნებიან ჟან მონეს დიალოგში.
"ამ დიალოგის პროცესშიც ვაპირებთ, როგორც ეს გაწერილია შეთანხმებით, ერთწლიან ვადაში დავასრულოთ მთლიანად მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც მოიაზრებს მესამე და მეოთხე ტალღის ანალიზს, შესაბამის რეკომენდაციებსა და იმ რეფორმების გატარებას, რაც დამატებით იქნება საჭირო. ამიტომ, უარს არათუ არ ვამბობთ, არამედ ამას აუცილებლად ჩავატარებთ და ნახავს ყველა. ეს არ არის დაკავშირებული არანაირ მიკროსაფინანსო სესხთან.
შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერამდე იყო საუბარი ამ სესხზე. ამიტომ, ამის ერთმანეთთან მიბმა უბრალოდ არ არის სწორი და მართლა შეცდომაში შეყვანაა. ჩვენ რას გავაკეთებთ და რა რეფორმებს ჩავატარებთ, ამას ყველა ძალიან კარგად ნახავს და ისე გაგრძელდება, როგორც არის დაგეგმილი - ზუსტად არჩევნების შემდეგ. ამის შესაბამისი ფორმატიც მოფიქრებულია და პროცესებიც დაიწყება. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ჯგუფი თუ ძალა მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში, რომელიც პარლამენტში გაიმართება და ჩართული იქნებიან, მათ შორის, ევროპარლამენტის წარმომადგენლები", - აღნიშნა კახა კუჭავამ.
სიახლეები
- “ქართველი ხალხისთვის ნათელია, რომ ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით, ხოლო ჩვენი ე.წ. ოპოზიცია დადის” - ირაკლი ზარქუა
- „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ…“ – 112 საზოგადოებას აფრთხილებს
- თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება
- აქტივისტი ნიკა ნარსია თბილისის აეროპორტში დააკავეს - მას ედავებიან „გზის გადაკეტვას“
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის