ჩვენი სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას - ღარიბაშვილი
მთავრობამ 2020 წელს სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით.
ამ 150 მილიონი ევროს სესხიდან ნახევარი ჩამოირიცხა შარშან და მეორე ნახევარი, მაშინ როგორც გადაწყდა, მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომ ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ როგორი სასამართლო ჩაიაბარა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ მმართველმა პარტიამ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განახორციელა. ღარიბაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმა მომავალშიც გაგრძელდება.
„სასამართლო რეფორმის ოთხმა ტალღამ რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა სისტემა. გარდა ამისა, დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ეს ყველა კვლევით დასტურდება, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგის მქონე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით. რა თქმა უნდა, ჩვენ რეფორმებს ვაგრძელებთ, სასამართლო რეფორმაც გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
