“ოცნების” არასწორმა სტრატეგიამ შესაძლოა გახარიას სახით “მესამე პოლუსი” გააჩინოს"
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომ გახარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დააწყვილოს და გაათამაშოს იგივე ორპოლუსიანი ფორმულა, რაც წინა არჩევნებზე მათთვის მომგებიანი იყო.
თუმცა აღნიშნულ ორპოლუსიანობაში, შესაძლოა, ამომრჩეველმა მესამე პოლუსი წამოწიოს გახარიას სახით - პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მმართველ გუნდს გახარიას კრიტიკით არასწორი გზა აქვს შერჩეული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” არასწორმა სტრატეგიამ შესაძლოა გახარიას სახით “მესამე პოლუსი” გააჩინოს, - საყვარელიძე.
“პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გახარიას ხელწერა ადამიანებისთვის თვალების დათხრაა, რაზეც მმართველი გუნდი თავის დროზე შეშფოთებული იყო. “ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამე და ვკითხულობდი სად არის წყალი, გაზი. დაუშინეს და მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს, აი ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში. პრემიერის მწვავე კრიტიკას გახარიას მიმართ, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აფასებს. ის აღნიშნავს, რომ “ოცნებისთვის” წამგებიანია ასეთი შეფასებები, რადგან თავის დროზე სრულიად განსხვავებულად აფასებდნენ აღნიშნულ მოვლენებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წამგებიანია ამგვარი შეფასება “ქართული ოცნების” მხრიდან, რადგან თავის დროზე სრულიად სხვაგვარი შეფასებები ჰქონდათ აღნიშნული მოვლენების და როდესაც მმართველი პარტია რადიკალურად ცვლის შეფასებებს იმის მიხედვით, კონკრეტული ადამიანი მასთან არის თუ მის გარეშე, ეს არასწორია - შესაძლოა ამგვარმა განცხადებებმა “ოცნების” ამომრჩეველი გაანაწყენოს. “ოცნებას” აქვს სტრატეგია, რომ ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია. ამ შემთხვევაში გახარია მათი კონკურენტიც არის, თუმცა ყველაფერი, რაც წარსულში იყო, გახარიას “ოცნებასთან” აკავშირებდა და პირიქით, ამიტომ ვფიქრობ მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა აღნიშნული განცხადებების მოსმენა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სტრატეგიაა, რომ გახარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დააწყვილოს და გაათამაშოს იგივე ორპოლუსიანი ფორმულა, რაც წინა არჩევნებზე მათთვის მომგებიანი იყო. თუმცა აღნიშნულ ორპოლუსიანობაში, შესაძლოა, ამომრჩეველმა მესამე პოლუსი წამოწიოს გახარიას სახით. ერთი შეხედვით აღნიშნული სტრატეგია სწორია, რადგან აქამდე ასარჩევი მხოლოდ „ნაცმოძრაობა" და „ოცნება” იყო, სადაც მოგებული “ოცნება” რჩებოდა. შეიძლება ახლაც გაამართლოს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ შეცდომაა, რადგან ორპოლუსიანობა შეიძლება არ ჩაჯდეს მოსახლეობის სტანდარტებში და მაშინ ეს პოლიტიკა უკვე წამგებიანი იქნება. “ოცნებას” წინასაარჩევნოდ გახარიასთან მიმართებაში არასწორი გეზი აქვს, თუმცა დანარჩენი მათთვის ჩვეული მოდელია”, - დასძენს საყვარელიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"