ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე

“ეს არ იყო დებატები, ეს იყო დებატების პაროდია, სადაც ყველა საარჩევნო კანდიდატი მიმართულია ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის 16 კანდიდატის დებატებს და აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიება არაფრის მომცემია.

“ფორმატი ისეთია, ადამიანები ვერაფრის თქმას ვერ ასწრებენ. გარდა ამისა, ჩვენნაირ პოლარიზებულ ქვეყანაში ყველას აქვს პრობლემა სამთავრობო კანდიდატთან და რჩება შთაბეჭდილება, რომ დანარჩენი კანდიდატები არიან ერთის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში - კახა კალაძის”, ამბობს ძაბირაძე, რომლის განმარტებით, “ორი წუთის განმავლობაში სერიოზულად ვერც საკუთარი პროგრამის წარმოჩენას მოასწრებ და ვერც არგუმენტირებულად ვინმეს გაკრიტიკებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ეს იყო მხოლოდ დებატების პაროდია ვიდრე რეალურად დებატები, დებატები მხოლოდ ორ კანდიდატს შორის შეიძლება მიმდინარეობდეს. ეს არ იყო არაფრის მომცემი არც საზოგადოებისთვის და არც თავად კანდიდატებისთვის. “იუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატი ერთის წინააღმდეგაა მიმართული, რეალურად ეს პროცესი მაინც სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ მიმდინარეობს, გამომდინარე იქედან, რომ იმდენად გაბნეულია ეს პროცესები, რეალურად ვერანაირი მინუსების წარმოჩენა ვერ ხერხდება ამომრჩევლის წინაშე. დებატების წარმართვას არსი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გავლენას ახდენს ამომრჩევლის ორიენტაციაზე და სერიოზულად შეგიძლია წარმოადგინო პროგრამა და წარმართო არგუმენტირებული დიალოგი”, - განაცხადა ანალიტიკოსმა. მან ისაუბრა ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების შესახებაც და განაცხადა, რომ ეს მისი ჩვეულებრივი სტილია და ამაში ახალი არაფერი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა,

 

“მოვიდა მელია, თქვა სიტყვა და დატოვა დებატები, იგნორირება გაუკეთა ყველაფერს. ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა გარდამტეხი მოვლენა მელიას მხარდამჭერებისთვის, აღნიშნული ქმედება ჯდება თავის სტრატეგიულ ქმედებაში. როგორც მან თქვა, მოვიდა, რათა კალაძეს პირისპირ უთხრას, რას ფიქრობს მასზე და ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს, სათქმელს პირისპირ ეტყვის თუ ტელევიზიების მეშვეობით”, - განაცხადა ძაბირაძემ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა. თქვა, რომ პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“აქ მოვედი, რადგან “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით”, -განაცხადა მელიამ. მისივე თქმით აღნიშნული დებატები არაფრის მომცემია და მასში მონაწილეობა არის უშედეგო. აღნიშნულ ქმედებას “ქართული ოცნების” კანდიდატის რეპლიკა მოჰყვა - “ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი”, - მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას...”- დასძენს გამოცემა.

წაკითხვა 352 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.