"ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს" - კახა კუჭავა
ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს, - ასე უპასუხა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ახლო მომავალში შესაძლო გათავისუფლებაზე.
მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას.
"თუნდაც ის, რომ მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, უკვე არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ის ფაქტი, რომ ადამიანმა დაარღვია კანონი, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, უკვე დაკავებულია, ამაზეც კითხვის ნიშანი არ არსებობს, მათ შორის მის მომხრეებში. ფაქტი ერთია, ადამიანი არის მსჯავრდებული და როგორც მანამდეც ვამბობდით, არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს", - განაცხადა კახა კუჭავამ "იმედის" ეთერში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
