"გახარიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად დგება ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან"
არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს და არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს ის არის ოპოზიციაში თუ ის არის ივანიშვილის სახელისუფლებო პროექტი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ უნდა გადაწყვიტოს „ოპოზიციასთან დადგება თუ ხელისუფლებასთან.“
„ამის დამტკიცების უმთავრესი შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება საკრებულოებში ყველგან მთელი ქვეყნის მაშტაბით. ბევრი საკრებულოა , სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.
საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ამით მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი ივანიშვილის პროექტად პოზიციონირებს თუ რეალურად სურს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ასე რომ, ამ კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე“ , - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"