"ვიდრე ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით" - ნიკა მელია
"ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"როგორც არასდროს დღეს ყველა ამ ქვეყანაში და არამხოლოდ ამ ქვეყანაში თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დიდი მადლობა, რომ გული გიძგერთ... დღეს ძალიან ემოციური დღეა... ძალიან ბევრი ემოცია ირევა და პირველ რიგში, პირველი ემოცია, ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ, საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე საქართველოს ისტორიის წიგნებს როცა ვკითხულობდით. სადაც ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული, დიდი ქართველი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე.
მაგრამ დღეს, რა ხდება, ამ ყველაფერს დღეს წიგნებში არ ვკითხულობთ... და დღევანდელი დღე საწინდარია იმისა, რომ კიდევ ერთი, ძალიან სამარცხვინო, საქართველოს ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად, ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა, საამაყო ფურცელს დაწერს. დღეს თქვენ ეს დაამტკიცეთ უკვე. მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რომელიც ამ ემოციებში ირევა, ეს არის იმედი. და რატომ იმედი - იმიტომ რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით. მაგრამ დღევანდელობას შევცვლით, შევცვლით თქვენი სიმრავლით, თქვენი სიმტკიცით და თქვენი სიმართლით. აი, ამ ყველაფრით შევცვლით ჩვენ რეალობას და დღევანდელობას.
კიდევ ერთი ემოცია რომელიც ირევა ახლა აქ, ეს არის სოლიდარობა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ჩვენ ხელებს არ ჩამოვუშვებთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს", - ამბობს ნიკა მელია.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი